ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრები მეორე დივიზიონში ახალ ზელანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრები მეორე დივიზიონში ახალ ზელანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეორე დივიზიონში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე შეხვედრა ჩაატარა ახალ ზელანდიასთან და, ყველასთვის მოულოდნელად, 2:6 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველ მატჩში ბულგარეთის ნაკრებს 7:1 სძლია.

საქართველოს ნაკრების რიგებიდან გოლები ბუკიამ და ხარიზოვმა გაიტანეს.

მეორე დივიზიონის B ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს A ჯგუფში გადავა, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი;

მცველები: დმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ივან მაროვი;

ფორვარდები: ვიტალი ძიოვი, ვიტალი დუმბაძე, ვიქტორ ხაჩატურიანი, ანდრეი რომანოვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, ნიკოლოზ ბობოხიძე, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, არტიომ კოზიულინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი.