კანადა წლის პირველი მსოფლიო ჩემპიონია
კანადა წლის პირველი მსოფლიო ჩემპიონია

2018 წელს სპორტის სამყაროში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჰოკეიში კანადის ახალგაზრდული ნაკრები. ამ გუნდმა მსოფლიოს 20-წლამდელთა პირველობაზე ფინალში შვედეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა.

მატჩის ბოლო წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო – 1:1. 59-ე წუთზე ტაილერ სტინბერგენმა კანადა წინ გაიყვანა, 26 წამის შემდეგ კი ალექს ფორმენტონმა ცარიელ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კანადისთვის ეს მე-17 ტიტული იყო ისტორიაში, რაც სარეკორდო რაოდენობაა, თუმცა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მხოლოდ მეორედ მოიპოვა ჩემპიონობა.

მესამე ადგილისთვის მატჩში აშშ-მა 9:3 გაანადგურა ჩეხეთი.