ჰიზერ ნაუერტი – აშშ-ი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ვერაფერს შეცვლის

00:53, 30.05.2018
WASHINGTON, DC - SEPTEMBER 12:  A sign stand outside the U.S. State Department September 12, 2012 in Washington, DC. U.S. Ambassador to Libya J. Christopher Stevens and three other Americans were killed in an attack on the U.S. Consulate in Benghazi, Libya.  (Photo by Alex Wong/Getty Images)

ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება წინდაუხედავი და ცუდი რჩევით გადადგმული ნაბიჯია და ვერაფერს შეცვლის, ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა გააკეთა.

„ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბაშარ ასადი დღეს რუსეთის წაქეზებით მოქმედებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია. აშშ-ი აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ვერაფერს შეცვლის“, – განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .

მსგავსი