ჰილარი კლინტონმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობა 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს შეადარა
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს შეადარა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
ჰილარი კლინტონის თქმით, ორივე შემთხვევაში უცხო ძალა თავს დაესხა აშშ-ს, თუმცა 2016 წლის არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში, პრეზიდენტს არაფერი მოუმოქმედებია.
დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რუსეთის ჩარევა და სხვა ფაქტორები აისახა ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში არჩევნების შედეგებზე .
მან ასევე გააკრიტიკა შარლოტსვილში გასულ წელს ნაციონალისტების საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარ არეულობაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეაგირება.