„ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის ქალაქ ჰაიფაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა
„ჰეზბოლას“ მიერ ჩრდილოეთ ისრაელზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაშავდა. თავდასხმა ქალაქ ჰაიფაზე განხორციელდა.
„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ჰაიფაში მდებარე სამხედრო ბაზა იყო. როგორც ცნობილია, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ჰეზბოლას“ მხრიდან გაშვებული რაკეტა ისრაელის ჩრდილოეთით ჩამოვარდა.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებდნენ, რომ ჰაიფას მიმართულებით ხუთი რაკეტა იყო გაშვებული, რამდენიმეს ჩამოგდება შეძლეს, რამდენიმე კი ქალაქში ჩამოვარდა.
ასევე, ისრაელელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, გასულ 24 საათში „ჰეზბოლამ“ ქვეყნის მიმართულენით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, ამის პარალელურად კი ისრაელი აგრძელებს ბეირუთის სამხრეთით იერიშებს.