ჰერმან საბო - დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“ ადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა და რაღაც თვალსაზრისით, ისინი აცდენილი იყო პრემიერის განცხადებებს
ჰერმან საბო - დავით ზალკალიანი „ტვიტერზე“ ადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა და რაღაც თვალსაზრისით, ისინი აცდენილი იყო პრემიერის განცხადებებს

მთავრობაში კიდევ უფრო გაძლიერდა ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ადამიანი, რომელსაც ნაკლები დამოუკიდებლობა ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს  „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განუცხადა.

მისი თქმით, დავით ზალკალიანის „ტვიტერზე“ გაკეთებული განცხადებები რაღაც თვალსაზრისით აცდენილი იყო პრემიერის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ილია დარჩიაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნით „ალბათ, ასეთ აცდენებს აღარ ვნახავთ“.

„მიღებული საკადრო ცვლილებით მთავრობაში კიდევ უფრო გაძლიერდა ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ადამიანი, რომელსაც ნაკლები დამოუკიდებლობა ექნება და შეიძლება, ნაკლებად გაექცეს ხელი უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებაზე და ერთიანი იქნება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებთან. დავით ზალკალიანი ადეკვატურ განცხადებებს „ტვიტერზე“ აკეთებდა და რაღაც თვალსაზრისით, ეს განცხადებები აცდენილი იყო პრემიერის განცხადებებს. ალბათ, ასეთ აცდენებს აღარ ვნახავთ და პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები ერთიანი იქნება“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.