ლონდონის „ტოტენჰემმა“ და მისმა კორეელმა ნახევარმცველმა ჰეონ-მინ სონმა თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.
ახალი ხელშეკრულება გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
კორეელი „ტოტენჰემში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში 32 წლის ნახევარმცველმა პრემიერლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.