ჰეონ-მინ სონმა სამშობლოში სამხედრო სამსახური დაიწყო
ჰეონ-მინ სონმა სამშობლოში სამხედრო სამსახური დაიწყო

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა ჰეონ-მინ სონმა სამხედრო სამსახური დაიწყო სამხრეთ კორეის არმიაში.

ფეხბურთელი კუნძულ ჩეჯუდოზე ჩავიდა საზღვაო ქვეითთა ბანაკში წვრთნის გასავლელად. ნახევარმცველი უახლოესი სამი კვირის განმავლობაში დარჩება არმიაში. მაისში ის უნდა დაბრუნდეს ლონდონურ კლუბში ვარჯიშების გასანახლებლად.

კორეელს უფრო ადრე უნდა გაევლო სრულფასოვანი სამხედრო სამსახური, მაგრამ განთავისუფლებული იყო 2018 წელს აზიური თამაშების მოგების შემდეგ.

მიმდინარე სეზონში სონმა 32 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.