ჰეონ-მინ სონმა სამხედრო სამსახურში სროლა და ცრემლსადენი აირისგან თავის დაცვა ისწავლა
ჰეონ-მინ სონმა სამხედრო სამსახურში სროლა და ცრემლსადენი აირისგან თავის დაცვა ისწავლა

ინტერნეტში გავრცელდა „ტოტენჰემის“ ფორვარდის ჰეონ-მინ სონის ახალი ფოტოები სამხედრო სამსახურიდან, რომელსაც კორეელი ფეხბურთელი სამშობლოში გადის.

„27 წლის სონმა ისწავლა შაშხანიდან სროლა, ცრემლსადენი აირისგან თავის დაცვა, გაიარა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული სწავლება“, – იტყობინება გაზეთი „სანი”.

ჰეონ-მინ სონი სამხედრო სამსახურს ჩეჯუს კუნძულზე, საზღვაო ქვეით ჯარში გადის. შეკრება სამი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგაც, ფეხბურთელი „ტოტენჰემის“ რიგებს დაუბრუნდება.

სამხრეთ კორეაში აუცილებელი სამხედრო სამსახურის ვადა 21 თვეა, მაგრამ სონის შემთხვევაში ის შემცირდა, რადგან ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების რიგებში 2018 წელს, აზიური თამაშები მოიგო.