ჰეონ-მინ სონი სამხრეთ კორეაში წლის ფეხბურთელი მეოთხედ გახდა 

18:20, 19.12.2019

სამხრეთ კორეის საფეხბურთო ასოციაციამ ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ჰეონ-მინ სონი 2019 წელს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

27 წლის კორეელმა ეს პრიზი მეოთხედ მოიპოვა – მანამდე მან 2013, 2014 და 2017 წელს გაიმარჯვა შესაბამის გამოკითხვაში.

წელს, სონი ასევე საუკეთესო მოთამაშე გახდა აზიაში.

მიმდინარე სეზონში ჰეონ-მინ სონს პრემიერლიგაში 15 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზეა ხუთი გოლი და რვა შედეგიანი პასი.

მსგავსი