ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ გადაწყვიტა საკრივო ბიზნესიდან წავიდეს. Home Box Office-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით 2019 წელს, ეს არხი არც ერთ საკრივო ორთაბრძოლას არ აჩვენებს.
ბოლო წლებში, კრივის რაოდენობა HBO-ზე სტაბილურად იკლებს. ბოლო საკრივო საღამო, რომელიც ამ ტელეკომპანიამ გადასცა, საულ ალვარესისა და გენადი გოლოვკინის მატჩ-რევანში იყო.
არაოფიციალური ინფორმაციით, ამ ბრძოლის ყურების უფლება 1.1 მილიონმა ადამიანმა შეიძინა.
წელს, ESPN-მა ძალიან ძლიერი ინვესტიციები განახორციელა საკრივო ბაზარზე, აქტიურად ვითარდება ტელეკომპანია Showtime-ზე Premier Boxing Champions-ის პროექტი. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუშვეს ონლაინ-პლატფორმა DAZN. მათ ყველას გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვთ, ვიდრე HBO-ს, რომელმაც ასეთი კონკურენციისას გადაწყვიტა შეწყვიტოს ფულის ხარჯვა საკრივო შოუებისთვის.