ჰასან როუჰანი - ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე ჩვენი საბოლოო პასუხი რეგიონიდან აშშ-ის ძალების სრული გაყვანა იქნება
ჰასან როუჰანი - ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე ჩვენი საბოლოო პასუხი რეგიონიდან აშშ-ის ძალების სრული გაყვანა იქნება

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ამერიკის ჯარებს რეგიონის დატოვებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ირანის პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერით“ გაავრცელა.

„გენერალი სოლეიმანი გმირულად იბრძოდა ისლამური სახელმწიფოს, ალ ნუსრას, ალ ქაედას წინააღმდეგ. რომ არა მისი ომი ტერორისტების წინააღმდეგ, ახლა ევროპის ქალაქები საფრთხის ქვეშ იქნებოდნენ. ჩვენი საბოლოო პასუხი მის მკვლელობაზე იქნება რეგიონიდან აშშ-ის ძალების სრული გაყვანა“, – წერს ირანის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე.

ყასემ სოლეიმანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტური ქვედანაყოფის, „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო. მისი ლიკვიდაცია აშშ-ის ავიაიერიშის დროს ბაღდადის აეროპორტში მოხდა. თეირანი მომხდარის გამო ვაშინგტონს საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრა.

ამასთან, ერაყის პარლამენტმა ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.