ჰარი კეინი – იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად წარიმართება და „ბაიერნთან“ კონტრაქტს გავახანგრძლივებ #1TVSPORT

13:15, 27.09.2026

მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა კლუბთან თანამშრომლობის გახანგრძლივების შესახებ ისაუბრა.

კეინის ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ფეხბურთელი მომავალს ოპტიმიზმით უყურებს და აღნიშნავს, რომ კლუბთან დიალოგი წარმატებით მიმდინარეობს.

„მოლაპარაკებების პროცესი კარგად მიდის. უცნობი არავისთვისაა, რომ აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ – როგორც უშუალოდ თამაშისას, ისე მოედანს მიღმა. იმედი მაქვს, ყველაფერი დადებითად წარიმართება და „ბაიერნთან“ კონტრაქტს გავახანგრძლივებ“, – განაცხადა კეინმა.

ჰარი კეინი გერმანული გრანდის რიგებში 2023 წლიდან ირიცხება. ამ პერიოდში მან 154 შეხვედრა ჩაატარა და 152 გოლი გაიტანა.

მსგავსი