ჰანსი ფლიკმა გიუნდოგანი გერმანიის ნაკრებიდან არ გაუშვა #1TVSPORT
ჰანსი ფლიკმა გიუნდოგანი გერმანიის ნაკრებიდან არ გაუშვა #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ილქაი გიუნდოგანმა გადაწყვიტა გააგრძელოს გამოსვლა გერმანიის ნაკრებში, – ირწმუნება გაზეთი Bild.

ევრო 2020-ის შემდეგ, სადაც გერმანიის ნაკრებმა მხოლოდ მერვედფინალამდე მიაღწია, 30 წლის ფეხბურთელი სერიოზულად განიხილავდა საერთაშორისო კარიერის დასრულების შესაძლებლობას. გიუნდოგანს დაუკავშირდა გერმანიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი და დაიყოლია ის ბუნდესნაკრებში კარიერის გაგრძელებაზე. ამით მიანიშნა, რომ მომავალ მატჩებში ნახევარმცველის იმედი აქვს.

გიუნდოგანს გერმანიის ნაკრებში 49 მატჩი აქვს ჩატარებული, გაიტანა 11 გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.