„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი დაემატა ფეხბურთელთა და მწვრთნელთა იმ სიას, რომლებიც უკმაყოფილონი არიან მჭიდრო საფეხბურთო კალენდრით.
„ზოგიერთი ფეხბურთელი მომავალ ზაფხულამდე 70-ზე მეტ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს და ამან გამოიწვია საფეხბურთო საზოგადოების შეშფოთება. ორი დამატებითი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, აგრეთვე საერთაშორისო მატჩები ოქტომბერსა და ნოემბერში ზრდის ფეხბურთელების დატვირთვას.
ფიფა უნდა ზრუნავდეს მოთამაშეებზე. ჩვენ ყველას გვინდა, ვხედავდეთ ფეხბურთელებს საუკეთესო ფორმაში და ამიტომაც მიმაჩნია, რომ მატჩების რაოდენობა უნდა შემცირდეს“, – მოჰყავს ფლიკის სიტყვები გაზეთ Marca-ს.