ჰანს კლუგე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს თქმით, კორონავირუსის ახალი სახეობა – VOC-202012/01 ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა. ამის შესახებ კლუგემ მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„კორონავირუსის ახალი ვარიანტი ევროპის რეგიონის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული დაცვითი ზომების გაძლიერება“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, წინა შტამებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ვრცელდება.