„ჰამასის“ სპიკერი - ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ღაზას სექტორში 200-დან 250-მდე ტყვეა
ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ღაზას სექტორში 200-დან 250-მდე ტყვეა. ამის შესახებ „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ უბაიდამ სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა.
„უცხოელი მძევლები ჩვენი სტუმრები არიან“, – ამბობს აბუ ობეიდა და პირობას დებს, რომ დაიცავს მათ და გაათავისუფლებს, როდესაც „ადგილზე პირობები ამის საშუალებას მისცემს“.
უბაიდა ასევე ამბობს, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია „ჰამასის“ მებრძოლებს არ აშინებს და ისინი მზად არიან ამისთვის.
რაც შეეხება ღაზის სექტორში მცხოვრებ ხალხს, უბაიდა ამბობს, რომ ისინი არ დატოვებენ ტერიტორიას, რადგან მათი გადაადგილება ზიანს აყენებს ეგვიპტის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ჰამასის“ სპიკერი დადებითად აფასებს „ჰეზბოლას“ ნაბიჯებს ისრაელის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნავს, რომ „ჰამასს“ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.