„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ სტივ უიტკოფის წინადადებას მძევლების გათავისუფლების შესახებ განიხილავენ, მაგრამ ის არ პასუხობს მათი ხალხის არცერთ მოთხოვნას
„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ სტივ უიტკოფის წინადადებას მძევლების გათავისუფლების შესახებ განიხილავენ, მაგრამ ის არ პასუხობს მათი ხალხის არცერთ მოთხოვნას

„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბასემ ნაიმმა განაცხადა, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადება მძევლების გათავისუფლების შესახებ „არ პასუხობს ჩვენი ხალხის არცერთ მოთხოვნას“.

„ამერიკული წინადადება, რომელსაც ისრაელმა მხარი დაუჭირა „ჰამასისთვის“ გაგზავნამდე, ფაქტობრივად ნიშნავს ოკუპაციას, ასევე მკვლელობისა და შიმშილობის გაგრძელებას – თუნდაც ცეცხლის დროებით შეწყვეტის პერიოდშიც“, – აღნიშნა ნაიმმა.

მიუხედავად ამისა, ნაიმმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ხელმძღვანელობა კვლავ დოკუმენტის შესწავლის პროცესშია.

მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა წარუდგინეს „ჰამასს“ წინადადება მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ისრაელმა ხელი მოაწერა.