თეთრი სახლის პრესმდივანი ადასტურებს, რომ ისრაელმა ხელი მოაწერა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკულ წინადადებას, თუმცა აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, დათანხმდა თუ არა „ჰამასი“ შეთანხმებას
თეთრი სახლის პრესმდივანი ადასტურებს, რომ ისრაელმა ხელი მოაწერა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკულ წინადადებას, თუმცა აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, დათანხმდა თუ არა „ჰამასი“ შეთანხმებას

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა დაადასტურა, რომ ისრაელმა ხელი მოაწერა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკულ წინადადებას.

ლივიტის თქმით, „სტივ უიტკოფმა და პრეზიდენტმა ტრამპმა „ჰამასს“ წარუდგინეს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელსაც ისრაელი მხარს უჭერს“.

„ასევე, შემიძლია დავადასტურო, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ვიმედოვნებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, რათა ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ“, – აღნიშნა ლივიტმა ბრიფინგზე.

ამასთან, როგორც ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, დათანხმდა თუ არა „ჰამასი“ შეთანხმებას.

წინადადება ითვალისწინებს ათი ცოცხალი მძევლის გათავისუფლებას და 18 დაღუპული მძევლის გადაცემას, ასევე 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას.