ჰალეპმა აზარენკა გაანადგურა და მერვედფინალში გავიდა | უიმბლდონი 2019
უიმბლდონზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. მეხუთე დღის ცენტრალურ მატჩში რუმინელმა სიმონა ჰალეპმა გაანადგურა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა – 6:3, 6:1.
ბელარუსმა უკეთ დაიწყო მატჩი – ბრეიკით 3:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ბოლომდე ინიციატივას ჰალეპი დაეუფლა – მან მომდევნო 12 გეიმიდან 11 მოიგო და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ჩოგბურთელებს თითქმის თანაბარი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები ჰქონდათ – ჰალეპმა რვიდან ხუთი შანსი გამოიყენა, აზარენკამ – შვიდიდან ერთი.
მერვედფინალში ჰალეპის მეტოქე პოლინა ჰერცოგსა და კორი გაუფს შორის მოგებული იქნება.