ჰალეპი პირველი ნახევარფინალისტია | უიმბლდონი 2019
ჰალეპი პირველი ნახევარფინალისტია | უიმბლდონი 2019

უიმბლდონის ქალთა ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა რუმინელი სიმონა ჰალეპი. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ჩინელი შუაი ჟანგი ორ სეტში დაამარცხა – 7:6(4), 6:1.

ჰალეპი პირველ სეტში ანგარიშით 1:4-ს აგებდა, მეექვსე გეიმში ჟანგს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ახლოს იყო 5:1-თან. საბოლოოდ, რუმინელმა ეს საფრთხეები მოიგერია, ანგარიში გაათანაბრა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც სიმონამ ბოლო შვიდი ქულიდან ხუთი აიღო და პირველად მოუგო სეტი ჩინელს 2012 წლის შემდეგ.

მეორე სეტში ბრძოლა აღარ ყოფილა და ჰალეპი კარიერაში მეორედ გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში. პირველად ეს 2014 წელს მოხდა.