„დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა დაასახელა იმ ფორვარდების ვინაობა რომლებსაც ის ამ მომენტში საუკეთესოებად მიიჩნევს.
20 წლის ნორვეგიელს საკუთარ თავზე უკეთეს თავდამსხმელებად მიაჩნია: კრიშტიანო რონალდო, სერხიო აგუერო, ჰარი კეინი, რობერტო ფირმინო, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ტიმო ვერნერი და რობერტ ლევანდოვსკი. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „ბილდმა“.
ბუნდესლიგის ახალი გათამაშების პირველ სამ ტურში ჰალანდმა ოთხი გოლი გაიტანა.