ჰალანდმა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში მე-100 გოლი გაიტანა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ერლინგ ჰალანდმა თავი კვლავ გამოიჩინა. პრემიერ ლიგის მე-5 ტურში „არსენალთან“ მატჩის დროს „სიტის“ ფეხბურთელმა ლონდონელების კარი მე-9 წუთზე აიღო.
ჰალანდისთვის ეს „მოქალაქეების“ შემადგენლობაში გატანილი მე-100, საიუბილეო გოლია.
აღსანიშნავია, რომ ასგოლიანი ნიშნულის მისაღწევად ერლინგ ჰოლანდს მხოლოდ 105 მატჩი დასჭირდა.
Transfermarkt-ის ინფორმაციით, ნორვეგიელის საბაზრო ღირებულება 180 მილიონ ევროს შეადგენს. ჰალანდს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ყველა შეჯიბრებაში შვიდი მატჩი ჩაატარა და ათი გოლის ავტორი გახდა.