ტიერი ანრი - ჰალანდს ერთი ნაკლი აქვს #1TVSPORT
ტიერი ანრი - ჰალანდს ერთი ნაკლი აქვს #1TVSPORT

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა და „არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა, ტიერი ანრიმ „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელის, ერლინგ ჰალანდის შესახებ ისაუბრა.

„არის ერთი რამ, რასაც ჰალანდი არც ისე კარგად აკეთებს – ყოველთვის ძალიან ახლოს თამაშობს მცველებთან, რაც მისი გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ასეთი მჭიდრო თამაშის დროს უფრო რთულია ორთაბრძოლის მოგება. თუ მცველებთან მანძილს გაზრდის და დისტანცირდება, ჰალანდის შეჩერება გაცილებით რთული გახდება და კორპუსსაც უკეთესად გამოიყენებს“, – მიაჩნია ტიერი ანრის.

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი „არსენალის“ ღირსებას მრავალი წლის განმავლობაში იცავდა. ტიერი ანრიმ ლონდონელთა შემადგენლობაში სულ 258 მატჩი ჩაატარა და 175 გოლის ავტორი გახდა.

ერლინგ ჰალანდი „სიტის“ რიგებს 2022 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა ლონდონელების შემადგენლობაში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 30 გოლი გაიტანა.