ჰაიტიზე საფრანგეთის ორი მოქალაქე მოკლეს

12:53, 26.11.2019

ჰაიტიზე საფრანგეთის ორი მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ჰაიტიზე საფრანგეთის საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს და დეტალების გარკვევას ცდილობს.

გავრცელებული ვერსიით, ფრანგი ცოლ-ქმარი პორტ-ო-პრენსში მოკლეს, სადაც ისინი ბავშვის შვილად აყვანის პროცედურის გასასვლელად იყვნენ ჩასული.

მსგავსი