ჰააგაში მამაკაცმა სამი ადამიანი დაჭრა
ჰააგაში მამაკაცმა სამი ადამიანი დაჭრა

ჰააგაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მამაკაცი ჯერ ჰააგის უნივერსიტეტთან მდებარე ერთ-ერთ კაფეში მყოფ პირს დაესხა თავს, რის შემდეგაც ქუჩაში გავიდა და კიდევ ორი გამვლელი დაჭრა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი კი პოლიციამ დაჭრა და დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თავდამსხმელი პოლიციისთვის ცნობილი პირი იყო. თუმცა მისი მოქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.