გვინეაში ებოლას ეპიდემია გამოაცხადეს, ქვეყანაში ინფექციით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
გვინეაში ებოლას ეპიდემია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში 2016 წლის შემდეგ ინფექციით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დადასტურდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გვინეის მთავრობის ინფორმაციით, ინფექციას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რაც ქვეყანაში ეპიდემიის გამოცხადების საფუძველი გახდა.
ახლად შემუშავებულ ვაქცინებს გვინეას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გადასცემს.
2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიით 11 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემია მაშინ გვინეას, სიერა-ლეონესა და ლიბერიას შეეხო.
ებოლას ვირუსისგან გამოწვეული დაავადება არის მწვავე ვირუსული ინფექცია, რომელიც აზიანებს ადამიანს და ცხოველთა ზოგიერთ სახეობას.