კონგოში ებოლათი დაავადებულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა
კონგოში ებოლათი დაავადებულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა

კონგოში ებოლათი დაავადებულთა რიცხვმა 800-ს გადააჭარბა. მათგან 505 ადამიანი ჰემორაგიულ ცხელებას ემსხვერპლა. ამის შესახებ აფრიკული სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინიტრო მიკრობლოგ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე იუწყება.

კონგოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინის გაკეთების შედეგად ებოლას ვირუსს 76 ათასზე მეტი ადამიანი გადაურჩა. ამასთან ერთად, ჰემორაგიული ცხელება მოდებული არ არის დიდ ქალაქებში, რაც დაინფიცირებულთა რიცხვს კიდევ უფრო ამცირებს. ქვეყნის შიგნით მიღებულ ზომებთან ერთად კონგოს ხელისუფლება ებოლას მეზობელ ქვეყნებში გავრცელების წინააღმდეგაც იღებს ზომებს.

ებოლას ვირუსი აფრიკის დასავლეთ ნაწილში 2014 წელს გავრცელდა. ეპიდემიას ძირითადად სამ ქვეყანაში, გვინეაში, სიერა-ლეონესა და ლიბერიაში ებრძოდნენ. მაშინ ჰემორაგიულ ცხელებას ათასობით ადამიანი შეეწირა.