გვინეის დედაქალაქში, ნავთობის ტერმინალში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, 84 კი დაშავდა

13:45, 18.12.2023

გვინეის დედაქალაქ კონაკრიში, ნავთობის ტერმინალში აფეთქების შედეგად სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ხანძრის ლოკალიზაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ამასთან, ტერმინალის დაზიანების ხარისხი ჯერ უცნობია.

როგორც „როიტერი“ წერს, შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება, რათა დადგინდეს, ვინ არის პასუხისმგებელი აფეთქებაზე.

„მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ მოვლენის გამო, რომლის მასშტაბები და შედეგები შეიძლება, პირდაპირ აისახოს მოსახლეობაზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

როგორც მედია წერს, მთავრობამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღეს დედაქალაქში ყველა სკოლა დაიკეტება.

მსგავსი