გვილიას ასისტი „სლოვანში“ - ვაისი ქართველ ფეხბურთელებს ისევ ეხმარება #1TVSPORT
გვილიას ასისტი „სლოვანში“ - ვაისი ქართველ ფეხბურთელებს ისევ ეხმარება #1TVSPORT

ვაკო გვილიამ კვლავ ითამაშა ბრატისლავას „სლოვანში“, რომელმაც კატარში შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩში ადგილობრივი „ალ-ვაკრა“ 4:1 დაამარცხა და ამაში ქართველმა ნახევარმცველმა თავისი წვლილი შეიტანა.

ვლდიმირ ვაისმა, რომელმაც დიდ ფეხბურთში გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაში მთავარი როლი ითამაშა, ახლა ამავეს ვაკო გვილიასთან დაკავშირებით ცდილობს და შედეგად ორი წლის უთამაშებელმა ქართველმა ნახევარმცველმა თავის გამოჩენა მოახერხა.

ალ-ვაკრასთან“ „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობში ქართველებიდან მხოლოდ გურამ კაშია იყო, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს. კანკავა მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ვაკო გვილია – 76-ეზე.

მცირე დროის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის მონაწილეობით ორი გოლი გავიდა. 85-ე წუთზე მისი ასისტით თავი რუდოლფ ბოჟიკმა გამოიჩინა, ხოლო 90-ე წუთზე 29 წლის გვილიას წამოწყებული იერიში მარკო ტოლიჩმა დააგვირგვინა – 4:1 „სლოვანის“ სასარგებლოდ.