ქართული ლეგიონი სლოვაკეთში - ჯინჯოლავამ სადებიუტო გოლი გაიტანა, ძოწენიძემ ასისტი შეასრულა, კაშია-კანკავას გუნდი ლიდერობს #1TVSPORT
სლოვაკეთის ნაიკლიგაში 22-ე ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა თავის გამოჩენა მოახერხეს.
ბრატისლავას „სლოვანმა“ „ტრნავას“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. მასპინძელთა ორივე ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ „სლოვანის“ ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.
გაიმართა ქართველების „აუტსაიდერი“ გუნდების დაპირისპირებაც – „მიხალოვცემ“ „ზლატე მორავცეს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა თორნიკე ძოწენიძემ, ხოლო სტუმართა სასტარტოში იყო გიორგი ჯინჯოლავა, რომელიც 61-ე წუთზე იური ტაბატაძემ შეცვალა, ლევან ნონიკაშვილი კი დისკვალიფიკაციის გამო განაცხადში არ იყო.
„ზლატე მორავცე“ მე-20 წუთზე ჯინჯოლავამ სადებიუტო გოლით დააწინაურა, მაგრამ გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოხერხა. „მიხალოვცემ“ პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარში სამი გოლი გაიტანა და კონკურენტს დამაჯერებლად აჯობა. მესამე გოლი „მიხალოვცეს“ ბერძენმა თავდამსხმელმა, იანის ნაიხროსმა ძოწენიძის გადაცემით გაიტანა.
სლოვაკეთის ნაიკლიგაში 22 ტურის შემდეგ ბრატისლავას „სლოვანი“ 57 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და მეორეადგილოსან „ჟილინას“ 16 ქულით ასწრებს, „მიხალოვცე“ (10 ქულა) მე-11 აგილზეა, ხოლო „ზლატე მორავცე“ (4) – ბოლო, მე-12 პოზიციაზე და ლიგიდან გავარდნისგან სასწაული თუ იხსნის.