კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT
კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT

გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონატის (Nike ლიგა) სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა – საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ბრატისლავას „სლოვანის“ ცენტრალური მცველი რჩეულ თერთმეტეულში ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.

სლოვაკეთის ჩემპიონატში 2023/2024 წლების სეზონი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა სეზონის საუკეთესო გუნდი უკვე გამოცხადდა და საუკეთესო მოთამაშეებიც ინდივიდუალურად დაჯილდოვდნენ.

„სლოვანი“ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი. 37 წლის გამოცდილმა ქართველმა მცველმა დასრულებულ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. იგი სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მესამედ მოხვდა.

სიმბოლურ გუნდში კაშიას კიდევ სამი გუნდელი მოხვდა. „სლოვანის“ კაპიტანი იურაი კუცკა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო „სლოვანის“ დამრიგებელს, უფროს ვლადიმერ ვაისს გადაეცა, რომელმაც ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

სეზონის სიმბოლური ნაკრების გამოვლენაში სლოვაკეთის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მწვრთნელები, ლიგის კლუბების გაერთიანება და სლოვაკეთის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ – გურამ კაშიამ 17 ხმა მიიღო, რაც მეხუთე შედეგია.