გვარდიოლა – თუ ტიტულების მოპოვება გსურს, ყველა რესურსი ბოლომდე უნდა გამოიყენო #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „კოპენჰაგენი“ 3:1 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ BBC-ის ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა – „რა იქნება საჭირო ტიტულების მოსაპოვებლად?“
„თუ ტიტულები გსურს, საჭიროა, რომ ყველა ფეხბურთელი გამოიყენო, რომელიც გყავს. გამარჯვებას არსებული რესურსების ბოლომდე გამოყენება სჭირდება.
ჩვენი ფეხბურთელებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენგან ბევრს ელოდებიან, მაგრამ არ იციან, რამდენად რთულია თამაში ასეთი წნეხისა და გრაფიკის დროს. მეტის გაკეთებას ჩვენს ფეხბურთელებს, უბრალოდ, ვერ მოვთხოვ“, – მიაჩნია ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელს.
შეგახსენებთ, „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია – გვარდიოლას შეგირდებმა ფინალში „ინტერი“ 1:0 დაამარცხეს.