გვარდიოლა – ჩავის „ბარსელონას“ ფეხზე დაყენება შეუძლია #1TVSPORT

13:21, 21.12.2021

„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ თავისი ყოფილი კლუბის მოქმედი მთავარი მწვრთნელის, ჩავის შესახებ ისაუბრა:

„კლუბს ახლა კარგი დირექტორთა საბჭო მართავს და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, – მიიაჩნია ხოსეპ გვარდიოლას. – ვფიქრობ, ჩავის შეუძლია, რომ „ბარსელონა“ ფეხზე დააყენოს, ამაში დარწმუნებული ვარ. საჭიროა მოთმინება, რაც უკვე დათესეს, აუცილებლად მოიტანს კარგ ნაყოფს“.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა „ბარსელონას“ 2008-2012 წლებში ედგა სათავეში.

კატალონიურ გრანდს მრავალმხრივად რთული პერიოდი უდგას, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში კი „ბარსელონა“ მისთვის უჩვეულო, მერვე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი