გურჯაანის სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც საქმეს არსებითად განიხილავდნენ, დაცვის მხარემ კირკიტაძისთვის შეფარდებული საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის მოთხოვნით 15 ათასი მოქალაქის ხელმოწერა და პარლამენტის 27 წევრის შუამდგომლობა წარადგინა, თუმცა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლოს სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საქმის არსებითი განხილვა 12 მარტს გაიმართება.