გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის განხილვა განახლდება
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის განხილვა განახლდება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა განახლდება.

სასამართლო სხდომაზე მოწმეების სახით ის პირები დაიკითხებიან, რომლებიც გამოძიების მასალებიდან გამომდინარე უშუალოდ არიან საქმესთან დაკავშირებული.

წინასასამართლო სხდომებზე მოსამართლემ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის გამო არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე. ასევე, არ დაკმაყოფილდა დავით კირკიტაძის საქმეზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა.

დავით კირკიტაძემ თავის მიმართვაში დასაკითხ პირთა სიაში მაღალჩინოსანი სამართალდამცველების – შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის შეყვანაც მოითხოვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს.  მას ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.