გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში ურთიერთშელაპარაკებისას სამი პირი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში ურთიერთშელაპარაკებისას სამი პირი დაჭრეს

​გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სამი მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილებს დაზიანებები გულმკერედისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. მათივე განმარტებით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ზეგაანში სამი პირის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა პოლიციას დადგენილი აქვს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.