გურიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევიდან 14 გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.

„გაგრძელდება საეჭვო პაციენტების კვლევები. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება. შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 766 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 41 პაციენტი.