საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევა.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 418 პირი ემსხვერპლა“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა, შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 766 პირი.