„გურია“ პლეიაუტში ითამაშებს (ვიდეო)
ეროვნულ ლიგა 2-ში 34-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთი მათგანი სატურნირო კუთხით ბევრს არაფერს წყვეტდა, ხოლო მეორეს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.
თბილისის „შევარდენი 1906“-მა „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. სტუმრებიდან გოლები ლუკა ნემსაძემ (მე-3 წუთი) და გიორგი ჭანუყვაძემ (70) გაიტანეს.
ლანჩხუთის „გურიამ“ „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „ზუგდიდი“ მიიღო. მასპინძლებისთვის ეს იყო ბოლო შანსი, რომ მეტოქესთან ჩამორჩენა შეემცირებინა, მაგრამ 0:1 დამარცხდა. ანგარიში 50-ე წუთზე გაიხსნა. მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუკა გუგუჩიამ გოლად აქცაი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:1 „ზუგდიდის“ სასარგებლოდ.
ამ მოგებით „ზუგდიდმა“ მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა 2-ში მონაწილეობა თითქმის გაინაღდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ზუგდიდელებს ორი თამაში დარჩათ, კუნკურენტ „ცხინვალს“ კი სამი და ამ უპირატესობის განიავება ძნელი წარმოსადგენია – შიდაქართლელებთან 9 ქულიანი უპირატესობაა. ლანჩხუთის „გურიას“ (31 ქულა) საკითხი კი საბოლოოდ გარკვეულია – გუნდი „ზუგდიდს“ ვეღარ დაეწევა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფში ითამაშებს.
34-ე ტურის დარჩენილი შეხვედრები 10 ნოემბერს გაიმართება:
კვირა, 10 ნოემბერი
თელავი – მერანი თბ
14:00. გივი ჩოხელი – თელავი
ცხინვალი – კოლხეთი 1913
14:00. სპაერის სტადიონი – თბილისი
სამტრედია – გაგრა
14:00. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია.