მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის ინფორმაციით, გურამიშვილის N46-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის გამაგრებითი სამუშაოები სამშენებელო კომპანიას დღეს უნდა დაეწყო
მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის ინფორმაციით, გურამიშვილის N46-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის გამაგრებითი სამუშაოები სამშენებელო კომპანიას დღეს უნდა დაეწყო

თბილისში, გურამიშვილის N46-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის გამაგრებითი სამუშაოები სამშენებელო კომპანიას დღეს უნდა დაეწყო, – ამის შესახებ მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ჯაყელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა ჯაყელის თქმით, ობიექტს არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ჰქონდა, თუმცა ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები მშენებელს მოსახლეობის შეტყობინებების საფუძველზე დაეკისრა.

„ობიექტს 2019 წლის იანვარში აღებული აქვს მშენებლობის ნებართვა.
დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო კომპანიამ სამუშაოები. ამის შემდეგ მოსახლეობის მხრიდან შემოვიდა ცხელ ხაზზე ზარი მუნიციპალურ ინსპექციაში, რის საფუძველზეც მშენებელს მოვთხოვეთ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების კვლევა, რაზეც დაიწყო კომპანიამ საექსპერტო შეფასებები. სამ მაისს იყო წარმოდგენილი დასკვნა, თუ როგორ უნდა დაწყებულიყო მიწის ნაკვეთის გამაგრება. კომპანიას უნდა დაეწყო მიწის გამაგრება დღეს“, – განაცხადა მამუკა ჯაყელმა.

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მიწის მასა ჩამოიშალა. გურამიშვილის N46-ის მცხოვრებლების თქმით, ისინი კორპუსთან მშენებლობის დაწყება არაერთხელ გაუპროტესტებიათ.