გურამიშვილის N46-ის მცხოვრებლების თქმით, კორპუსთან მშენებლობის დაწყება არაერთხელ გააპროტესტეს
გურამიშვილის N46-ის მცხოვრებლების თქმით, კორპუსთან მშენებლობის დაწყება არაერთხელ გააპროტესტეს

თბილისში, გურამიშვილის N46-ის მცხოვრებლების თქმით, რომლის სიახლოვესაც დღეს მიწა ჩამოიშალა, კორპუსთან მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდნენ.

მოსახლეობის განცხადებით, მათ მიმართეს მერიას და არქიტექტურის სამსახურს. მათი თქმით, მშენებლობის ნებართვა იქამდე გაიცა, სანამ შესაბამისი საბუთების შეგროვება მოახდინეს. მშენებლობა მარტში დაიწყო. სამშენებელო სამუშაოებს კომპანია „ჰაუს სთრონგი“ აწარმოებს. მოსახლეობის თქმით, ერთი თვის წინ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიას გამაგრებითი სამუშაოების განხორციელება მოსთხოვა. მოთხოვნის შესრულებამდე მშენებლობის პროცესი დროებით შეჩერებული იყო.

მოსახლეობა გეოლოგების დასკვნას ითხოვს, რომ ახალი კორპუსის მშენებლობის დაწყება უსაფრთხოა.

გურამიშვილის გამზირის N46-იდან 36 ოჯახს დედაქალაქის მერია სასტუმროებში გადაიყვანს საცხოვრებლად.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ექსპერტები მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას შეამოწმებენ, გადაწყდება, დაუბრუნდებიან თუ არა ისინი თავიანთ ბინებს. მისივე განცხადებით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.