გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსიდან, რომლის სიახლოვესაც მიწა ჩამოიშალა, რამდენიმე ოჯახს სასტუმროში გადაიყვანენ
გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსიდან, რომლის სიახლოვესაც მიწა ჩამოიშალა, რამდენიმე ოჯახს სასტუმროში გადაიყვანენ

თბილისში, გურამიშვილის გამზირის N46-ის ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნის წინ მიწა ჩამოიშალა, შესაბამისი სამსახურები რჩებიან. მიწა მშენებარე ობიექტზე ჩამოიშალა.

ადგილზე დედაქალაქის მერიისა და ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლები, ასევე გეოლოგები იმყოფებიან. როგორც საქართველოს პირველ არხს ნაძალადევის რაიონის გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს, გეოლოგები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ მშენებლობის მიმდებარე კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით 36 ოჯახის  სხვა ადგილზე გადაყვანა მოხდეს. ნაძალადევის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩატარდება ექსპერტიზა, რამდენად უსაფრთხოა აღნიშნულ კორპუსში ადამიანების ცხოვრება.

გამგეობაში აცხადებენ, რომ დღეიდან აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები 36 ოჯახის სასტუმროებში გადაყვანა დაიწყება. ხარჯებს გამგეობა დაფარავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები.