თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მიწის მასა ჩამოიშალა
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მიწის მასა ჩამოიშალა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მიწის მასა ჩამოიშალა. შემთხვევა მშენებარე ობიექტზე მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჩამოიშალა ხუთი კუბური მეტრი მიწა. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამასთან, ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც შექმნილ ვითარებას შეისწავლიან.