გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი მოკლული მამაკაცები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს
გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი მოკლული მამაკაცები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი მოკლული მამაკაცები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც ადგილობრივები საქართველოს პირველ არხთან საუბარში ყვებიან, ორივე მოკლულს ტყვია შუბლში აქვს ნასროლი.

ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ ორივე ახალგაზრდა სავარაუდოდ, მაყუჩიანი იარაღითაა მოკლული, რის გამოც მათ სროლის ხმა ვერ გაიგეს.

მათივე ინფორმაციით, ცხედრები ერთ-ერთი მოკლულის მამამ რამდენიმე საათის წინ იპოვა საცხოვრებელ ბინაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.