ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე მოკლული ახალგაზრდები ერთ-ერთი მოკლულის მამამ იპოვა
ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე მოკლული ახალგაზრდები ერთ-ერთი მოკლულის მამამ იპოვა

ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, 78 ნომერში მოკლული ახალგაზრდები, ერთ-ერთი მოკლულის მამამ რამდენიმე საათის წინ იპოვა საცხოვრებელ ბინაში.

ამასთან, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები საქართველოს პირველ არხთან საუბარში ყვებიან, ახალგაზრდა მამაკაცებს ტყვია შუბლში აქვთ ნასროლი.

ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ ორივე მათგანი სავარაუდოდ, მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული, რის გამოც მათ სროლის ხმა ვერ გაიგეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.