გურამიშვილის გამზირზე მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გურამიშვილის გამზირზე მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ერთ-ერთი ვერსიით, საცხოვრებელი ბინიდან, სადაც ორი ახალგაზრდა მოკლული იპოვეს, სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ამოიღეს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რომელზეც სავარაუდოდ გამოძიებაც მუშაობს, ერთ-ერთ ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც მეორე მამაკაცი დაიღუპა, ხოლო შემდეგ ამავე იარაღით თავი მოიკლა. ამ ვერსიას ოფიციალურად საგამოძიებო უწყებაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

ადგილზე გამომძიებლებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაასრულეს მუშაობა. ტერიტორია შემოსაზღვრულია პოლიციის ყვითელი ლენტით.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელი სახლიდან ლიფტის მიმართულებით, სისხლის კვალია.

სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს გურამიშვილის 78 ნომერში მცხოვრები მეზობლები. მათი თქმით, დაპირისპირების და სროლის ხმა არ გაუგიათ. მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსში ახალი შესახლებულები არიან და მეზობლები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ.

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე წუხელ მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გურამიშვილის #78-ში მოკლული ორი ახალგაზრდის ცხდარი ერთ-ერთის მამამ ნახა.

დატოვე კომენტარი