გურამიშვილის გამზირზე 19 ოქტომბერს აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
გურამიშვილის გამზირზე 19 ოქტომბერს აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

39 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 ოქტომბრის შემდეგ იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად მას სხეულის 60 პროცენტი ჰქონდა დამწვარი.

თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი არის გაჟონვის შედეგად აფეთქება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს მოხდა. 

დატოვე კომენტარი