გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე სამი ბრძოლა მოიგო. დღის პირველ შეხვედრაში მან რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა, მეორე დაპირისპირებაში კი უკრაინელ იაკივ ხამოს აჯობა. დრამატული გამოვიდა მეოთხედფინალი, რომელშიც გურამი ჰოლანდიელ როი მაიერს შეხვდა. თუშიშვილმა ორთაბრძოლა დამატებით დროში შესრულებული გდებით მოიგო.
ტურნირის ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდა. აქამდე ძიუდოისტები ერთმანეთს ერთხელ, პარიზის გრანდსლემის ფინალში შეხვდნენ, რომელიც მონღოლის გამარჯვებით დასრულდა.
დაპირისპირება დაწყებიდან სამ წუთში, გურამ თუშიშვილის შესანიშნავი იპონით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში გურამ თუშიშვილი უშანგი კოკაურს შეხვდება, რომელიც მასპინძელი აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს.
ფოტო – ზურაბ ქურციკიძე