მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | თუშიშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით დღეს მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა ალჟირელი მოჰამედ ლილი მარტივად დაამარცა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე თურქი იბრაჰიომ თათაროღლუ იქნება.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

24 მაისს მსოფლიო პირველობაზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.